PDA

View Full Version : თავიდან მომიხდა საკუთარი ნიკის და პაროლის შეყვანა


tekla
04-01-2008, 23:45
რამდენჯერმე ფორუმზე პოსტის განთავსება ვერ მოვახერხე. მიზეზი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე იყო: თქვენ არ ხართ ავტორიზებული და ა.შ.-ო... ამიტომ თავიდან მომიხდა საკუთარი ნიკის და პაროლის შეყვანა და ფორუმზე შემოღწევა. მაინტერესებს, რატომ მექმნება მსგავსი პრობლემები? მე ვარღვევ წესებს, თუ ფორუმის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები?...

Speaker
05-01-2008, 12:16
tekla
სტანდარტულად ყველა ფორუმს აქვს უმოქმედობის დრო, რომლის მერე ახლიდან უნდა გააკეთო ავტორიზაცია. :( ეს უსაფრთხოების მიზნით კეთდება ხოლმე, რომ თუ დაგრჩა გახსნილი შენი ფორუმი, სხვა არ მივიდეს და შენს მაგიერ არ პოსტოს.

ზოგს ასეთი დრო 5 წუთი აქვს, ზოგს 10, ან 30 ან მეტი.

ხომ არ შეგინიშნავს რამდენი ხნის უმოქმედობის მერე გამოგაგდო სისტემამ? 5 წუთის? 30 წუთის თუ 1 საათის?

მე ამ პრობლემაზე ადმინისტრატორს დაველაპარაკები და შევეცდებით დრო გავზარდოთ საგრძნობლად. :)

Super Admin
05-01-2008, 13:28
tekla
კარგი შენიშვნაა, იყოს როგორც თქვენ პრაქტიკულად გირჩევნიათ.
ამიგად, ე.წ. ”Session Timeout” სტანდარტულად იყო 15 წუთი, და ეხლა გავზარდე 3-ჯერ ანუ 45 წუთამდე.
თუ კიდე რამე გსურთ, შემატყობინეთ. :)

tekla
05-01-2008, 18:33
დიდი მადლობა შენიშვნის თუ თხოვნის (რაც გნებავთ, ის დაარქვით) გათვალისწინებისთვის. ბუნებრივია, ასე უფრო პრაქტიკული და შესაბამისად, მისაღები იქნება ყველა ჩვენგანისთვის...