PDA

View Full Version : რეკლამა


irina
27-01-2008, 00:57
რაღაცა მე ვერ ვათყობ ამ ფორუმზე აქტიურობას, რაც ჩემი აზით ძალიან სამწუხაროა, კარგი იქნებოდა რამე რეკლამა რომ გაკეთდეს ამ ფორუმისათვის :)

Super Admin
27-01-2008, 13:08
irina გეთანხმები, მაგრამ ცოტა დრო ჭირდება ამას

გარკვეული საინფორმაციო-სარეკლამო ღონისძიება უკვე განხორციელდა;
რეკლამის აქტიური ფორმაც დაემატება უახლეს მომავალში;
იმედია თავად ამ ფორუმის მომხმარებლებიც დაგვეხმარებიან, კერძოდ ნაცნობებს დაპატიჯებენ და თამამად საინტერესო პოსტებს დაპოსტავენ, მიიღებენ დისკუსიაში მონაწილეობას (მაგრამ ამ ფორმაზე დიდ იმედებს მაინც არ ვამყარებთ, რადგან ასე არ ხდება ხოლმე, ადამიანებს როცა რამე მოწონთ რატომღაც მხოლოდ თავისთვის ინახავენ და სხვას არ აგებინებენ, მაგრამ როცა რამით უკმაღოფილოები არიან ამას უფრო იოლად გაჰყვირიან :). ეს ჩვევა სოციოლოგიაში ცნობილია და დამიანების ბუნებიდან გამომდინარეობს)
და კიდევ მისი უდიდებულესობა - დრო, ანუ გარკვეული დრო არის საჭირო იმისათვის რომ ხალხი შეეჩვიოს, თუ დააკვირდები ბევრი სტუმარი მოდის და რეგისტრაციას ვერ ბედავს, ჯერ შორიდან ათვალიერებენ :)
და არც ჩვენ ვართ ვუნდერკინდები, ცხოვრება გვასწავლის რა გავაკეთოთ, გამოცდილებას დრო შეგვძენს და დაგვანახებს რა უფრო ჯობია. ეს ყველა ჩვენგანის ერთად სამოქმედია, ჩვენ ყველანი ამ ფორუმის საზოგადოების წევრები ვართ ...