PDA

View Full Version : trening-kursebi


tamo BDC
09-06-2010, 18:57
კომპიუტერული ინჟინერიის შემსწავლელი კურსები
კომპიუტერის ინჟინერიის შემსწავლის მსურველთათვის გთავაზობთ ორ თვიან ტრეინინგ კურსებს. პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• სისტემური და პროგრამული გამართვა;
• კომპიუტერის დაშლა-აწყობა, შეკეთება;
• თითოეული ნაწილის დეტალურად განხილვა;
• Windows, Vista, Windows 7 - გადაყენება, ინსტალირება;
• დაკარგული ფაილების აღდგენა;
• ტესტირება, პრობლემების პრაქტიკული გადაჭრა;
• ქსელური მოწყობილობები და მათთან მუშაობის პრინციპები;
• ქსელების გაყვანა, მონტაჟი და სისტემური კონფიგურაცია;

სწავლება მიმდინარეობს, როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად. მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო მეთოდური ლიტერატურით. კურსის დასრულების შემდეგ ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერთიფიკატი კატეგორიის მიხედვით და რეკომენდაცია დასაქმებისათვის.
თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად . ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტაციის საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე
893 553210 თამუნა 858 364460 ნინო

ფარმაცევტთა გადამზადების ტრეინინგ-კურსი

სასწავლო ცენტრი "ბი დი სი" გთავაზობთ სიახლეს. წარმატებულ მსმენელებს დაენიშნებათ სტიპენდიები და მათი რეზიუმეები განთავსდება ჩვენს ვერ-გვერდზე.

საგანმანათლებლო ცენტრი ,, ბი დი სი “ გთავაზობთ ტრეინინგ-კურსს ნებისმიერი მსურველთათვის. ტრეინინგები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს და გათვილისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, რომელთა მიზანია იმუშაოს ან მუშაობს ფარმაცევტად და სურს პროფესუილი დონის ამაღლება.
თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. თითოეული ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.
სამედიცინო ფარმაკოლოგია. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების შესწავლა (განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა ურეცეპტოდ გასაცემ საშუალებებს). მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენეტები. ფარმაკოლოგიის თემატიკა:
• ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მომქმედი პრეპარატები,
• ანტიბაქტერიული საშუალებები.
• ანტიმიკოზური საშუალებები.
• ანტივირუსული საშუალებები. გლუკოკორტიკოსტეროიდები
• გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები
• ბრონქოლიზური საშუალებები. მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატები.
• ანტიჰისტამინური პრეპარატები. ჰომეოპათიური საშუალებები. იმუნოსტიმულატორები.
• კუჭ-ნაწლავის სისტემაზე მომქმედი პრეპარატები.
• ანალგეზიური პრეპარატები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
• ონკოლოგიური დაავადების დროს გამოყენებული პრეპარატები
• ვიტამინები, პოლივიტამინები და მიკროელემენტები
• ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს გამოყენებული პრეპარატები. ანორექსიგენული პრეპარატები. ფოსფორის და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი საშუალებები.
პრაქტიკას მსმენელები გაივლიან სხვადასხვა აფთიაქებში კვირაში 3-5 დღე. (სურვილისამებრ); აფთიაქის ორგანიზაციის გაცნობა; თეორიულ კურსზე შესწავლილი მედიკამენტების ადგილზე გაცნობა;
თრეინინგის მოინაწილენი უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.ტრენინგ-კურსის პროცესში თვეში 2-ჯერ ტარდება შუალედური ჩათვლები, ხოლო კურსის დასასრულს სასერტიფიკატო გამოცდა. გაიცემა ორ ენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე
893 553210 თამუნა 858 364460 ნინო

tamo BDC
09-06-2010, 18:59
საბანკო საქმის ტრეინინგ კურსი

სასწავლო ცენტრი "ბი დი სი" გთავაზობთ სიახლეს. წარმატებულ მსმენელებს დაენიშნებათ სტიპენდიები და მათი რეზიუმეები განთავსდება ჩვენს ვერ-გვერდზე.


სასწავლო ცენტრი ,,ბი დი სი’’ აცხადებს ტრეინინგ პროგრამას საბანკო საქმესა და საბანკო მენეჯმენტში. ტრეინინგ პროგრამა განკუთვნილია მსმენელთათვის რომლებიც დაინტერესებულნი არიან საბანკო საქმის შესწავლით და სურთ დასაქმდნენ ამ სექტორში. ასევე მათთვის ვინც უკვე მუშაობს საბანკო სფეროში და სურს ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლება. კურსის მსვლელობისას მონაწილეთა მოთხოვნით ლექტორი შეეხება სხვა საკითხებსაც პროგრამისათვის განკუთვნილ დროის ფარგლებში. ასევე სასწავლო კურსი მორგებული იქნება ყველა მსმენელის ეკონომიკური ცოდნის შესაბამისად. პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, სლაიდებსა და პრეზენტაციებზე. მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო სასწავლო მასალებით. ტრეინინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ტესტირების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი დონეების მიხედვით, ასევე რეკომენდაცია შემდგომი დასაქმებისათვის, ტრეინინგ კურსის დასრულების შემდეგ პირველი კატეგორიის შემთხვევაში. მსმენელები გაივლიან სურვილის შესაბამისად ერთ ან ორ თვიან სტაჟირებას მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში - ფინანსისტად, მოლარე ოპერატორად და სესხის ოპერატორად . უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ”ტაოპრივატბანკ”-თან. საბანკო საქმის საუკეთესო კურსდამთავრებულები სტაჯირებას გაივლიან ბანკში დასაქმების პექსპექტივით,
სწავლის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, რადგანაც ვცდილობთ ჩვენთან ტრეინინგის გავლა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ჩაწერა მომდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე
893 553210 თამუნა 858 364460 ნინო

tamo BDC
09-06-2010, 19:00
კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები

საოფისე პროგრამები
საგანმანათლებლო ცენტრი “ბი დი სი” გთავაზობთ კომპიუტერული პროგრამების შესწავლას ყველანაირი საოფისე სამსახურისთვის:
windows XP -კომპიუტერის აწყობა. მისი შემადგენლობა. ვინდოუსის ფანჯრის აგებულება და მისი მენიუს შესწავლა. დაკარგული ფაილების მოძებნა. პროგრამების ინსტალაცია და მისი ამოშლა. დოკუმენტის დისკზე, ფლეშკაზე ჩაწერა. შრიფტების ინსტალაცია. winrar ინფორმაციის დაარხივება და მისი გახსნა. ეკრანის ზომის შეცვლა და დამცავის დაყენება.
Nero – CD/DVD დისკზე ჩაწერა და დისკების კოპირება.
Ms. Word 2007 – დოკუმენტის შექმნა, მისი დაფორმატება. დოკუმენტში ცხრილების აგება, სურათების და სხვა გრაფიკული გამოსახულების ჩასმა. CV-ის შედგენა, პრინტერთან და სკანერთან მუშაობა. დოკუმენტის დაცვა, პაროლის დაყენება.
Ms Excel 2007 - ცხრილში მონაცემების შეტანა და მისი ფომატირება. ფორმულების შედგენა, პროცენტის გამოთვლა, დიაგრამების აგება მონაცემთა ბაზაზე. მათემატიკური, სტატისტიკური, დროითი და ლოგიკური ფუნქციების შესწავლა. ხელფასის უწყისის შედგენა, მონაცემთა ბაზის გაფილტვრა, მისი სორტირება და პირობითი ფორმატირება. ბეჭვდის პარამეტრების შესწავლა და მათი გასწორება და დოკუმენტის დაცვა.
Internet Explorer - ინფორმაციის მოძიება, E-mail-ის გახსნა, წერილების მიღება, გაგზავნა, წერილზე სხვადსხვა სახის ფაილების (CV, სურათის...) მიმაგრება. ინფორმაციის გადმოწერა. Chat-Skype, Yahoo messenger.
Ms Power Point - პროგრამა განკუთვნილია პრეზენტაციისთვის. სხვადსხვა სლაიდ შოუების აწყობა და მუსიკის ფონზე მათი ჩვენება.
გრაფიკული პროგრამები
Photoshop CS3 – სურათის მიღება სხვადსხვა მოწყობილობებიდან (სკანერი, ფოტოკამერა, ჩიპი). შეისწავლით სურათის დამუშავებას, ძველი, დაზიანებული სურათების აღდგენა, შავ–თეთრი სურათების გაფერადება, სურათის სიმკვეთრის, გამოსახულების ხარისხის აწევა. სარეკლამო ბილბორდების, ბუკლეტების დამზადება. ტექსტის ეფექტების შეწავლა. ანიმაციური სურათების დამზადება.
Corel Draw – სხვადსხვა ლოგოს დაზიანების აგება და მათი დამზადების ტექნიკის შესწავლა. სავიზიტო ბარათების, ფლაერების, სარეკლამო ბუკლეტების დამზადება. ინტერიერის დიზაინი. მოძრავი ანიმაციური ტექსტებისა და სურათების დამზადება.
Premiere – ვიდეო ფილების და კლიპების მონტაჟი.
Page Maker _ საგამომცემლო პროგრამა. დაკაბადონება, გაზეთებისა და ჟურნალების ასაწყობად.
სწავლა მიმდინარეობს ინდივიდუალურად, კურსის ხანგრძლივობაა 18 საათი, კვირაში სამი დღე, სურვილის შემთხვევაში გვაქვს ინტენსიური მეცადინეობაც. სასწავლო მასალას გაძლევთ ადგილზე .ტესტირების შედეგად გაიცემა სერთიფიკატი.
სასწავლო ცენტრი ,,ბი დი სი’’ ასევე გთავაზობთ კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის ტრეინინგ კურსს. შეისწავლება ვინდოუსის გადაყენება,Dდისკების დაფორმატება. პროგრამების ინსტალაცია, დრაივერების დაყენება, წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ვირუსებისგან გაწმენდა. მეცადინეობა ტარდება როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში.



ბუღალტერიის შემსწავლელი კურსები

სასწავლო ცენტრი "ბი დი სი" გთავაზობთ სიახლეს. წარმატებულ მსმენელებს დაენიშნებათ სტიპენდიები და მათი რეზიუმეები განთავსდება ჩვენს ვერ-გვერდზე.


საგანმანათლებლო ცენტრი ,,ბი დი სი” გთავაზობთ ტრეინინგ-კურსს ბუღალტერიაში, პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომელთაც სურთ, აწარმოონ ნებისმიერი საწარმოს საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართონ საგადასახადო აღრიცხვიანობა. თქვენ შეისწავლით საბუღალტრო აღრიცხვასა და პრაქტიკულ ბუღალტერიას ბასს-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ტრეინინგ-პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• ფინანსური აღრიცხვის ზოგადი პრინციპები;
• ფინანსური ანგარიშგების პაკეტი;
• მოგება-ზარალის ანგარიშგება;
• ფულადი საშუალებების მოძრაობის უწყისი;
• ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები;
• ძირითადი დაშვებები ბუღალტრულ აღრიცხვაში;
• არამატერიალური აქტივები, სახეები და აღრიცხვა;
• შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
• გუდვილისა და იჯარის აღრიცხვა;
• ფინანსური შედეგების გაანგარიშება;
• ინვესტიციები და უცხოური ვალუტა;
• ანგარიშთა გეგმა;
• ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების საბუღალტრო საქმის მართვა.
პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ დამოუკიდებლად იმუშაოთ ნებისმიერ საწარმოში ბუღალტრად, აწარმოოთ საბუღალტრო დოკუმენტაცია და ფინანსური ანგარიშგება, დეკლარაციების შევსება, საშემოსავლო, ქონების, დღგ-ს გადასახადების გაანგარიშება, მოგება-ზარალის ბალანსის შედგენა. ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შემდგომ დასაქმებაში. ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, პრაქტიკულ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე. მონაწილეებს დაურიგდებათ სასწავლო ლიტერატურა უფასოდ.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე
893 553210 თამუნა 858 364460 ნინო

tamo BDC
10-06-2010, 12:46
ვიდეო მონტაჟის შემსწავლელი კურსი
სასწავლო ცენტრი გთავაზობთ გრაფიკული პროგრამების და კომპიუტერის ინჟინერიის შესწავლას.
სწავლება მიმდინარეობს, როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად. კურსის დასრულების შემდეგ ტესტირების საფუძველზე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და რეკომენდაცია . წარმატებულ მსმენელებს დაენიშნებათ სტიპენდიები . თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად . ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტაციის საფუძველზე.

ტრენინგ-კურსებზე ხორციელდება შემდეგი ტიპის ფასდაკლებები: დევნილებისთვის, სოციალურად დაუცველთათვის, ოჯახიდან რამდენიმე წევრის სწავლების შემთხვევაში, ორგანიზაციებითვის, რამდენიმე ტრენინგის ერთად გავლისას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე
893 553210 თამუნა 858 364460 ნინო ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.bdc-center.ge